გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალის ვაიდელი: გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას

16-03-2026

გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასა და სამთავრობო კოალიციის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ქვეყანა „ეკონომიკური კატასტროფის“ წინაშე დგას.


„გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა. მაჩვენებლები სულ უფრო და უფრო უარესდება. ჩვენ ვერ ვხედავთ კურსის ვერანაირ ცვლილებას. პროცესები უბრალოდ ისევე გრძელდება, როგორც მერკელის ეპოქისა და „შუქნიშნის“ [გერმანიის წინა კოალიციური მთავრობა] მთავრობის დროს ხდებოდა“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.


„იგივე პოლიტიკა უბრალოდ ინერციით გრძელდება, ხოლო „შავ-წითელი“ კოალიციის რეიტინგების დრამატული ვარდნა აჩვენებს, რომ ამ მთავრობას - კლინგბაილსა და მერცს - რეალური მხარდაჭერა აღარ გააჩნია. მოსალოდნელია, რომ მისი მმართველობა იმაზე უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე წინა „შუქნიშნის“ კოალიციის შემთხვევაში მოხდა“, - დასძინა მან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31