გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

16-03-2026

„ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.


„გავითვალისწინოთ იმ ოჯახების და არასრულწლოვანების ინტერესი, რომლებიც „ფრესქულში“ დადიოდნენ, რომლებიც ემზადებოდნენ რომ პირველ კლასში შესულიყვნენ წელს და მათ მოუწიათ განათლების რეფორმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20267-2027 წელს დაშვებული იქნება ერთჯერადი გამონაკლისი და ამ წელს ყველა შევა სკოლაში, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. 2027 წლიდან რეფორმა დაუბრუნდება ისევ იმ მიმართულებას, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტულად სასკოლო მიმართულებით“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930