გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება

16-03-2026

კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.


პრემიერის თქმით, საზოგადოება ხედავს მკაფიო შედეგებს, არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ, არამედ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ და ეს პროცესი გაგრძელდება.


„კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ეს მოხდა 2023 წლის დეკემბერში. სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, მან გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. მე პირადად მივიღე ეს, როგორც ძალიან მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, საზოგადოება ხედავს მკაფიო შედეგებს, არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ, არამედ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ. ძალიან მკაცრად ვიბრძვით და ეს ასეც გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930