გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8 პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში

17-03-2026

„ქართული ოცნების" რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრს ბერდია სიჭინავას.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 8-პროცენტიან რეიტინგი უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში.


„რაც შეეხება, ვინ რა რეპუტაცია წაიღო, 8-პროცენტიან რეიტინგში, მერე უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამაში არის გამოხატული თქვენი რეპუტაცია, განსხვავებით „ქართული ოცნების" რეპუტაციისგან. „ქართული ოცნების" რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი. თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8 პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში. რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები, გაგიჭირდათ ერთი წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგიწიათ არჩევნების შედეგების აღიარება", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031