გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17-03-2026

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მამას, განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


ასევე ბრალდებულმა მეუღლის დედის მიმართ იძალადა, შემდეგ კი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა იგი.


ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ოჯახის წევრის მიმართ) და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) წარედგინა.


გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930