გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმმა მიუსამძიმრა

22-03-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, დუბაის საამიროს მმართველის მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის სამძიმრის წერილი მიიღო.


მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმი უსამძიმრებს ქართველ ხალხს.


„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა მისი უწმინდესობის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის, გარდაცვალების შესახებ.
თქვენ აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და განსვენებულის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ დიდი დანაკარგის გამო", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031