გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: ადგილობრივი ექსპორტის 70%-იანი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მიანიშნებს

23-03-2026

ადგილობრივი ექსპორტის 70%-იანი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მიანიშნებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი განმარტებით, მიმდინარე მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი წარმოება, რომელიც ქმნის დამატებულ ღირებულებას და ასაქმებს დამატებით ადამიანებს.


"თებერვალში გაგრძელდა პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. იანვარი-თებერვლის მონაცემებით ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა გვაქვს და მისი მოცულობა 1 მილიარდ 27 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა - კერძოდ, ადგილობრივი ექსპორტი 70%-ით გაიზარდა და ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 660 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მსგავსი ზრდა მიანიშნებს საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე საერთაშორისო ბაზრებზე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი წარმოება, რომელიც ქმნის დამატებულ ღირებულებას, ასაქმებს დამატებით ადამიანებს და საბოლოო ჯამში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო ბაზრებზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, უზრუნველყოს აღნიშნული ტენდენციების შენარჩუნება, ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას ქვეყანაში და გაზარდოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.


"სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები. ადგილობრივი წარმოება არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისგან და საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031