გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიაზე: როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის მადლიერებაზე მაღლა ყოველთვის პოლიტიკური შური დგას

23-03-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმიანება, რომელმაც დაწერა, რომ პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ბიძინა ივანიშვილს სახეზე ეწერა - „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“.


ანანიძე ბიძინა ივანიშვილის სიკეთეებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ისევ ბრძოლა მიდის იმ სიკეთის წინააღმდეგ, რასაც ის წლებია აკეთებს.


„ისევ დაუსრულებელი სიძულვილის ისტერია და ბრძოლა იმ სიკეთის წინააღმდეგ, რასაც ბიძინა ივანიშვილი წლებია აკეთებს. როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის მადლიერებაზე მაღლა ყოველთვის პოლიტიკური შური დგას…“- წერს ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930