23-03-2026
ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების - „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“ - ეს ეწერა ივანიშვილს სახეზე“.
გიორგი ზერეკიძე გვარამიას ქათამს უწოდებს და აცხადებს, რომ მან სამებაში მისვლაც ვერ გაბედა, რამდენადაც მას ხალხი არ მიიღებდა, წლების განმავლობაში ილია მეორისადმი მიყენებული შეურაცხყოფის გამო.
„გვარამია შე ქათამო! რომელ საშვებზე და რა საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი თუ მეტი რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად, იცოდი, რომ არ მიგიღებდა და ვერ ჩადგებოდი ამ ხალხში რომ ვითომ ძალიან მწუხარე გეთამაშა! შენ და შენნაირებმა წლები აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს სულიერ მამას და მთელი დარჩენილი ცხოვრება ყველგან გაგახსენებთ და გაგახსენებენ ამას! ვითომ ძალიან განიცადეს ამ გარეწრებმა, რა შეურაცხყოფას არ აყენებდნენ უწმინდესს…“- წერს გიორგი ზერეკიძე.