გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა

24-03-2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში,  ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა. პაატა პატიაშვილსა და დელეგაციის წევრებს  გენერალ ლეიტენანტმა ერიკ პელტიემ უმასპინძლა.


შეხვედრაზე  საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის  მნიშვნელობასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

დიალოგის ფარგლებში განიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იმედი  გამოთქვა, რომ საფრანგეთთან და დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივი კავშირები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930