გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან-ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს - მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება

24-03-2026

ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან-ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი,ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს. 


კირცხალია მუსლიმ თემს თანადგომისთვის მადლობას უხდის.


„განსაკუთრებული მადლიერებით მსურს აღვნიშნო ის სითბო, ერთიანობა და სოლიდარობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ თქვენგან და ეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებით. მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება.


დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი ერთიანობა არის ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და უკეთესი მომავლის საფუძველი“, - წერს კირცხალია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031