გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მეხუზლა: მიმდინარე რეფორმის მიზანია ქართული ღვინის გახდეს გამორჩეულად მაღალი ხარისხის

24-03-2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ  მწარმოებლებთან შეხვედრაზე  ღვინის ხარისხის სრულყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა.


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა შემდეგი ფასები: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.


ამასთან ერთად, ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით,  მიმდინარე წლის 1 მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას.


ყველა ვთანხმდებით, რომ ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან და ყურძნიდან.  მომავალი განვითარებისთვის სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია - მხოლოდ და მხოლოდ ხარისხი. რთველის დროს ყურძნის ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა გასულ წელს უკვე დავნერგეთ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მეტი აქცენტია გასაკეთებელი ხარისხთან მიმართებაში. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხიმგებლობა დარგის მომავლის წინაშე, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის ვიზრუნოთ ვენახსა და  მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანაზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო გასულ წლებში დანერგილ სიახლეებს, რომლებიც დადებითად აისახა ყურძნის ჩაბარების პროცესზე, კერძოდ, ელექტრონული სასწორებს, რომელმაც ყურძნის აწონვის პროცესი გაამარტივა და უფრო სანდო გახადა. 


ღვინის ეროვნულ სააგენტოში მწარმოებლებთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031