გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელოს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

25-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ნ., წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ჯ.ჩ. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2002 წელს დაბადებული ნ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ქალაქ ფოთში მდებარე საცხოვრებელი ბინა გაქურდეს, საიდანაც ელექტროტექნიკა და სხვადასხვა ღირებულების საოჯახო ნივთები მოიპარეს, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.


საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.


პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930