გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩიხელიძე: ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი - მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი

25-03-2026

„ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოერგოს საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება.


„ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი. ამასთან ერთად ვისმენთ კიდევ უფრო წინააღმდეგობრივ ბრალდებას, თითქოს პატრიარქი ილია მეორე, სხვების გავლენების ფონზე, იძულებული გახდა, მეუფე შიო მოსაყდრედ დაესახელებინა. აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ, სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხილ ადამიანს ვინმემ რაიმე აიძულოს? ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მოერგონ საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება. მაგრამ რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო თვალშისაცემი ხდება ამ განცხადებების წინააღმდეგობრივი ხასიათი.


რეალურად, ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია მეორეს სიყვარულით, არამედ შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი. მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი. აშინებთ მისი დამოუკიდებლობა და ის ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს. მეუფე შიო სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მისი პოზიცია და გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული გარე ადამიანებზე, მისი ერთადერთი მსაჯული არის ღმერთი“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930