გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი: დემოკრატიის სახელით საუბრობენ ტელევიზიების აკრძალვაზე, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის

25-03-2026

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის.


ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირს სჭირდება მორჩილი ხელისუფლება და ეს არის მათი ამოცანა.


„ხელისუფლება თუ მორჩილი და მათი შეკვეთის შემსრულებელია, მაშინ იმ ხელისუფლებისთვის ყველაფერი „მოსულა“, მათ შორის, გვარამიას სატელევიზიო პოლიტიკაც იდეალური იქნება, როცა ხუთი ტელევიზია იქნება ერთ ხმაში, როგორც ამას წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ – „ახალი ამბები კეთდება აქ“. ეს არის მათი დემოკრატია. საქართველოში ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის, იმას კარგად ესმის, რა არის რეალური დემოკრატია და როგორია ფსევდოდემოკრატია, რომელსაც განსხვავებული აზრის ატანა არ შეუძლია. ამიტომ ტელევიზიებზეც მიიტანენ იერიშს და, საერთოდ, თავისუფალ აზრზეც. ეს ხალხი რომ მიუშვა, პირჯვრის გადაწერას აკრძალავენ. ეს არის ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი, რომელიც იქამდე მიდის, რომ ტელევიზიების აკრძალვაზე დემოკრატიის სახელით საუბრობენ. ეს არის ის ბიბლიური მაგალითი, რომელიც ამ ვითარებას კარგად ეხება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელევიზიების დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930