გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

25-03-2026

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და თანხის სანაცვლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ხელშეწყობას შეპირდა. ამ მიზნით, ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სცადა უკანონოდ შეეძინა და შეენახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 748,96245 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ".


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვის მცდელობა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930