გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

25-03-2026

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ  შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი, გაზაფხულის პერიოდში.  ამჯერად, ბანკმა  ფეხბურთის მოყვარულებზე იზრუნა და Mastercard-თან ერთად, დაუვიწყარი საჩუქრის მოპოვების შესაძლებლობა მისცა.


23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით,  ახალი თიბისი MasterCard ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ MasterCard ბარათებით ნებისმიერ  უცხოურ ვებგვერდზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი გადახდის შესრულების შემთხვევაში, საჩუქრად გადმოგეცემათ ორკაციანი საგზური უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლის ფინალზე, რომელიც 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.


გათამაშების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბანკი გამოავლენს 6 გამარჯვებულს (ვისაც 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ექნება რაოდენობრივად ყველაზე მეტი ტრანზაქცია განხორციელებული) და თითოეული მათგანი მიიღებს 2 ბილეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალზე.

საგზური მოიცავს:

  • ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორ ბილეთს
  • ავიაბილეთებს
  • სასტუმროში განთავსებას

 

გათამაშების   შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

 

ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს.


მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა. 


ახალი თიბისი ბარათების აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031