გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავტოკეფალიის აღიარებაში - ირაკლი ჩიქოვანი

25-03-2026

„დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და საზოგადოების ერთიანობას“, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.


მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლს:


„ქართველი ერის სულიერი გამარჯვების ამ დიდ გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლი. მისი სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში. ჩვენი პატრიარქის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას - ერთიანობით, რწმენითა და ღირსებით ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაზე. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მარად დარჩება ჩვენი ერის სულიერ საყრდენად და გზამკვლევად.“


სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031