გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა, ფანტაზიის ნაყოფია, მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ, ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ

25-03-2026

კრიმინალ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა, ფანტაზიის ნაყოფია, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.


ანანიძის თქმით, რადიკალების მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ.


„კრიმინალი სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა - ფანტაზიის ნაყოფია. მისი და რადიკალების მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, რაც ვერ შეძლეს. ახლა კი ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ. ყველა მსგავსი მცდელობა იყო და იქნება ფუჭი“, - წერს წერს ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930