გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

5-12-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, შავთელის, ბარათაშვილის, გომის, ასკანის, ბეთლემის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ჯვარედინის, ჩახრუხაძის, ავლევის, გორგასლის, გრიშაშვილის და იბრაჰიმ ისპაჰანელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კეკელიძის, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31