გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა, მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა

26-03-2026

პატრიარქის ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია - თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა.


პრემიერის განცხადებებზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, გარკვეული ძალების მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ქართველი ხალხი მოუსმენს და დაეყრდნობა.


„რეალურად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება ხოლმე.


მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა, და, როდესაც არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მხარდაჭერა ექნება, ზუსტად მაშინ იწყება ერის დაცემა. ეს მიზანი და იდეა აქვთ იმ გარკვეულ ძალებს, რომლებსაც უნდათ, რომ საკუთარი გავლენა გაავრცელონ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930