გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

26-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა ლ.გ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ ზუგდიდში დააკავეს. მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, - აცხადებენ უწყებაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031