გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის საქმეზე

27-03-2026

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. 


პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ამ ძალადობაში ვის რა როლი ჰქონდა, ვინ ორგანიზატორი იყო და ვინ დამხმარე, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. 


"ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იყო პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა, მოხდა ძალადობა. ვის რა როლი ჰქონდა ამ საქმეში, ვინ ორგანიზატორი იყო, ვინ წამქეზებელი იყო, ვინ დამხმარე იყო, ვინ უშუალო ამსრულებელი იყო, ეს უკვე არის სასამართლოს გადასაწყვეტი. როდესაც ხდება დანაშაულის დაგეგმვა და მით უმეტეს, ასეთი ორგანიზებული დანაშაულის დაგეგმვა, იქ შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი არ იყოს ადგილზე, მაგრამ სხვა საქმეს აკეთებდეს. ეს უკვე სასამართლო გამოძიების საკითხია," - აცხადებს გიორგი გაბუნია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930