გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის

28-03-2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები, სტუდენტებს შეხვდნენ.


ბორდის ერთ-ერთი წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, ახალგაზრდულ ორგანიზაციას დიდი მოლოდინები აქვს და მათ მთავარ მიზანს ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობა წარმოადგენს.


„დიდი მოლოდინები გვაქვს, გვჯერა, რომ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს წარვმართავთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის,“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930