გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

28-03-2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები დღეს ქალაქ ბათუმიდან დაიწყო.


სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი მარიამ გრიგოლიშვილია.


გრიგოლიშვილმა ქვეყნის განვითარების უმთავრეს პირობად ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა და მათი გამოწვევების მოსმენა დაასახელა.


„ეს გახლავთ სივრცე დიალოგისათვის, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათ შორის, მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ახალგაზრდებს, ყველას, ჩვენი წილი საქართველო გვიყვარს, ვართ ორიენტირებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეული სიკეთე გავაკეთოთ, ეს პროექტიც, სწორედ, ამის გამოძახილია,“ - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930