გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად შალამბერიძე: ეკლესიაზე შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეტევა

28-03-2026

„ეკლესიაზე შეტევა, რომელიც მიმდინარეობს ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის შეტევა ქართველი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ, განაცხადა.


მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და გარდაცვლილ პატრიარქ ილია მეორეს პატივი მიაგო, საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი იცლიდა საპატრიარქოსა და პატრიარქის საქილიკოდ.


„მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა და რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგეთ ჩვენი პატრიარქის სახით. იმ დღეებში, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე,“ - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031