გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი: გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ - თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე

28-03-2026

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ამგვარი კამპანიების მიზანი ეკლესიის ავტორიტეტის დაზიანებაა.


„საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ის ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მასში განხეთქილება შეეტანათ. გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ახლა ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, სამწუხაროდ.


მიზანი არის ერთი რამ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ავტორიტეტი. ბუნებრივია, თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე და ვისაც კი ასეთი პერსპექტივა ექნება, ყველაზე გარკვეული შეტევა იქნება მიტანილი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31