გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი: ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები აუცილებელია

28-03-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბათუმში, აჭარის რეგიონის სტუდენტებთან გაიმართა.


დეპუტატი მზაობას გამოთქვამს, რომ ყველა შეხვედრას დაესწრება, რადგან აჭარაში პირველმა კონფერენციამ დაარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი დისკუსიები აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისათვის.


„დღეს ბათუმში ვიყავი, სადაც ჩვენი დიდი ოჯახის, “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და პირადად ჩემმა მეგობარმა, ვარლამ ლიპარტელიანმა რეგიონული კონფერენციები დაიწყო. მიზანი არის მარტივი- ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. მე პირადად, ახალგაზრდული ორგანიზაციის ყველა შეხვედრას დავესწრები, რადგან აჭარაში პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი დისკუსიები აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისათვის.”- წერს პეტრიაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930