გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კადეტებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

29-03-2026

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ. მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე მათ დეტალურად ისაუბრეს ლიცეუმში ჩარიცხვის პირობებზე, სასწავლო პროცესზე, დისციპლინურ გარემოსა და სამოტივაციო პროგრამებზე, რომლებიც კადეტებს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება.


აღინიშნა, რომ ლიცეუმისადმი მოსწავლეთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქუთაისის პარალელურად, უახლოეს მომავალში კადეტთა სკოლა  აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ, კრწანისშიც გაიხსნება. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.


კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი პანსიონის ტიპის სასწავლებელია და შესაბამისად, კადეტის სადღეღამისო დასწრება სავალდებულოა. ლიცეუმში სწავლება და საცხოვრებელი პირობები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031