გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ბოკერიას: თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში

29-03-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა.


„რა თქმა უნდა თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში. თქვენთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა თავი ქუდში გეგონათ და დაგინგრიათ საამური ცხოვრება, რა თქმა უნდა გძულთ და ყველაფერს დააბრალებთ. მე კი გეტყვით, რომ ზუსტად ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031