გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტები გამოავლინა

30-03-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში  გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.


შპს ,,იდა აგრო საქართველო" (მარნეულის მუნიციპალიტეტი,  სოფ. იმირი), ი/მ შ. ჩ (თერჯოლა, სოფ. საზინო) და ი/მ რ. ჭ (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N2, ობიექტი N16) კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ. აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს, შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალათ პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა.


2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31