გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბარათაშვილის აღმართზე მოძრაობა შეიზღუდება

6-12-2018


ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება.

 

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას ავლაბრის მოედანზე დაასრულებს. გამონაკლისია N37 ავტობუსი, რომელიც დროებით ორთაჭალის გავლით გადაადგილდება. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორთაჭალის გავლით იმოძრავებს.

 

გაწმენდით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930