გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

1-04-2026

მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.

კვლევა, რომელსაც ნოტერდამის უნივერსიტეტი აწარმოებს, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.


კვლევის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე. მოწყვლადობის კონტექსტით კვლევაში გაანალიზებულია 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორი - საკვები, წყალი, ჯანდაცვა, ეკოსისტემური მომსახურება, ადამიანის ჰაბიტატი და ინფრასტრუქტურა, ხოლო მზაობის თვალსაზრისით კვლევა კონცენტრირებულია სამ ფაქტორზე - ეკონომიკური მზადყოფნა, მმართველობის მზადყოფნა და სოციალური მზადყოფნა.


კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი.


გლობალური ადაპტაციის ზოგადი ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, კორექტირებული ინდექსის მიხედვით კი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის კეთილსაიმედოობით შეიწონა, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-8 ადგილზე გავიდა. განსაკუთრებული წარმატება ეკონომიკური მზაობის ინდიკატორით დაფიქსირდა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.


გლობალური ადაპტაციის ეკონომიკური მზაობის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული ასე განისაზღვრა: სინგაპური, ნორვეგია, დანია, საქართველო და ახალი ზელანდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930