გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „დიფ სთეითმა“ საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა - ეს შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი კატასტროფით დასრულდეს

1-04-2026

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის გახშირებული კონტაქტი, სხვადასხვა ფორუმზე შემდგარი კომუნიკაცია, ღონისძიებებზე მიწვევა თუ სატელეფონო საუბრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს და ამცირებს ხელისუფლებაზე ამ კუთხით არსებულ წნეხს,  -  ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

 

მათი განცხადებით, ამგვარი მეთოდებით მოქმედება „დიფ სთიეთის“ ხელწერაა, რომელმაც მლიქვნეული პოლიტიკის გატარება დაიწყო, მიზანი კი ხელისუფლებისა და ხალხის მოდუნებაა, რაც შესაძლოა, საქართველოსთვის მორიგი კატასტროფით დასრულდეს.

 

„აშკარაა, რომ ამგვარი მეთოდებით მოქმედება სწორედ „დიფ სთეითის“ ხელწერაა, რომელმაც ამჯერად საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა. ეს ყველაფერი კი, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა მორიგი კატასტროფით დასრულდეს.


„ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ კომფორტზე კი არა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე უნდა იფიქროს და არ წამოეგოს ამ სატყუარას. რადგან ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროპაც „დიფ სთეითისგან“ იმართება, თუ დღეს აშშ-დან წამოსულ ამ სიგნალებს დაჰყვებიან, ხვალ, როცა ევროკავშირიც მსგავსი ტიპის პოლიტიკას დაიწყებს, მათთან მიმართებითაც არა პრინციპულ, არამედ ხელისუფლებისთვის კომფორტულ, დამყოლ პოზიციას აირჩევენ.


ფაქტია, ამგვარი მიდგომები ქვეყანასა და ხალხზე კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვით იქნება განპირობებული და ამის შესახებ საზოგადოება სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ამავე დროს, „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ მიაჩნია, რომ აშშ-ში „დიფ სთეითის“ რებრენდინგი მიმდინარეობს და არა მის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან სატელევიზიო დებატი უნდა გაიმართოს, ვინაიდან, მათთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია.

 

„ამ ყველაფრის გააზრება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ფონზე, რომ სრული სიცრუე და ფარსი აღმოჩნდა ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ ებრძვის. რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს, თანაც საკმაოდ აქტიურად და ამის ნიშნები უკვე აშკარად იკვეთება.


მეტიც, სწორედ დონალდ ტრამპია „დიფ სთეითის“ მმართველობის პირდაპირი გამოხატულება, „დიფ სთეითის“ რეალური სახე, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს — საჯაროდ აცხადებს, რომ „მშვიდობის მტრედია“, მაშინ, როდესაც ომს-ომზე აჩაღებს და საკუთარი, ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკით, ქმედებებით, დამოკიდებულებითა და მანერებითაც კი ყველანაირ წესრიგს „დიფ სთეითის“ გეგმას არგებს.


ფაქტია, ტრამპი ომის გამჩაღებელია, ხოლო მართვითა და გამგეობით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს!


ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან, რათა საზოგადოების ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს!“ - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930