გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სეს: 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან

2-04-2026

2026 წლის 10 მარტიდან 2  აპრილის  ჩათვლით ძაღლების  ჰიპერპოპულაციის  პროგრამის ფარგლებში,  კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი (კახეთი - 423, იმერეთი - 22, ზუგდიდი - 57).

ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი  ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება. 

ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 პირველ აპრილს დაბრუნდა ქალაქ ზუგდიდში, 12 მათგანს,  რომელებსაც უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი  პროცედურები, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ეკიპაჟები, ქ. ზუგდიდში დღეს დააბრუნებენ. თავშესაფარში კვლევ რჩებიან  ძაღლები, რომლების   მანიპულაციებს  და რეაბილიტაციას მეტი დრო სჭირდება. ყველა საჭირო პროცედურის დასრულებისთანავე, ისინიც ანალოგიურად დაბრუნდებიან ზუგდიდში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031