გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა

2-04-2026

თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მისია და საქმიანობა გააცნო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კიბერთავდაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


აღინიშნა კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე განიხილეს კიბერსივრცის, როგორც ოპერატიული განზომილების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.


ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლები და თურქეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930