გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

3-04-2026

„ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.


მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.


„კიდევ ერთხელ ამ ეთერიდან მინდა მივუსამძიმრო ერს და ბერს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალება. ის დააკლდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არამედ მთელ საქრისტიანოს. ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის მიზანი ერთია - შეტევა ყველაფერზე რამაც შეიძლება დაასუსტოს ჩვენი სუვერენიტეტი, რამაც შეიძლება დაჰყოს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა კირცხალიამ.


ამ კამპანიის ფონზეც ირაკლი კირცხალია დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი ღირსეულად ჩაივლის.


„მე დარწმუნებული ვარ, როგორც რიგითი ქართველი, რომ ისე ღირსეულად ჩაივლის ყველაფერი როგორ ღისეულადაც იმოღვაწა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა, როგორ ღირსეულადაც უძლებდა საპარტრიაქო ბინძურ ტალღას, ასევე ღირსეულად ჩაივლის ეს პროცედურა და ქვეყანას ეყოლება პატრიარქი, რომელიც ასევე ღირსეულად გაუძღვება საპატრიარქოს და იზრუნებს ჩვენი ქვეყნის სულიერ სიმშვიდეზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930