გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე

3-04-2026

„შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.


კირცხალია გამოეხმაურა ბოლო დღეებში მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ მოვლენებს.


„მივიდნენ კრემატორიუმთან, რომელიც წლებია მუშაობს. ძალიან მოკლე ფეხები აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორი მომართულები არიან, მოტივირებულები. ერთი კადრი აიღეს და გადაუღეს კრემატორიუმს, შემდეგ მძინარე ძაღლს, შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031