გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

4-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბელორუსის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ს. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.


პოლიციის მიერ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930