გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში

5-04-2026

როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები.


„მაგალითისთვის რომ დავასახელო ციფრები, რაც ჩვენი მიდგომის სერიოზულობაზე მეტყველებს - იყო შტატები გაბერილი შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში. მარტო შტატების ოპტიმიზაციის  ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში რომ ავიღოთ 100 მილიონი ლარი იზოგება. მიმდინარე შესყიდვები რაც იყო, იმას გადავხედეთ და გეგმასთან შედარებით 348 მილიონი დაიზოგა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები და საჭიროა გეგმაზომიერი  მუშაობა. გარდა იმისა, რომ სწორი პრინციპები უნდა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც დღეს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება ენერგეტიკის სექტორში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930