გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2026 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება

6-04-2026

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა.


ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებიდან პირველ კვარტალში განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია.  9%-ით გაიზარდა ექსპორტი დიდ ბრიტანეთში და 86 ათას ლიტრს მიაღწია. ასევე, 4%-იანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ექსპორტირებულია 831 ათასამდე ლიტრი ღვინო.


პირველ კვარტალში, სპირტიანი სასმელების ექსპორტი 38 ქვეყანაში განხორციელდა. ჯამში ექსპორტირებულია 7,6 მლნ ლიტრი, 56,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 3%-ით გაიზარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930