გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

6-04-2026

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 3 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930