გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია ირაკლი კობახიძის მიმართ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე: რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო? მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში - მკვდარი?

7-04-2026

ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ლატარიას თქმით, რახან პრემიერია, კობახიძე სხვის სახლშიც მასპინძელი ვერ იქნებოდა, რადგან, ის მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავდება, „ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში - მკვდარი“.


„რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო?


მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში - მკვდარი? ... (დავესესხები გ.გამსახურდიას)...


ჯერ თვითონ შეხვდა (ოფიციალური შეხვედრით) და შემდეგ მივიდნენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში, სადაც მასპინძელი, სტუმარს ათვალიერებინებდა თბილისის ხედებს...


მაგ დროს წინ უნდა გაქცეულიყო და მე ვარ პრემიერი, მე, მეო და მე დაგათვალიერებინებთ სხვისი სახლიდან ხედებსო? ასე უნდა ექნა?..

მაგრამ თქვენთვის ეგ ყველაფერი უცხოა, რატომ? დაუბრუნდით მეორე აბზაცს...“, - წერს ლატარია Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930