გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის ამ რიტორიკას? - მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

8-04-2026

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 

ის ბლეფს უწოდებს დონალდ ტრამპის მუქარას აშშ-ის მიერ ნატოს შესაძლო დატოვებაზე და მიიჩნევს, რომ მთელი სპექტაკლი  ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება.

 

„რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენს, სამხედრო ძალას, იგივე „ნატოს“, ის არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. როგორც ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ვერ დატოვებს, ისევე ვერ დატოვებს აშშ ნატოს, რადგან ეს ერთი და იგივეა, ერთი ძალის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოებია.


აშ რა ხდება, რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? შეკითხვა სავსებით ლეგიტიმურია და სიმართლე გითხრათ, მეც არაერთი ამოუხსნელი ფორმულა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ „დიპ სტეიტის“ ეს ძალიან ჭკვიანური, ამავე დროს მზაკვრული სტრატეგიული სვლა ტრამპის ანტიევროპულ ისტერიას არ დავუკავშირე. აი აქ კი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს სპექტაკლი, რომლის გათამაშებაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაიწყეს - სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება“- წერია შათირიშვილის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930