გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა

8-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და  ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 2004 წელს დაბადებულ დ.ა.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.


სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხრავე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930