გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“, მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!

8-04-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.


როგორც ანანიძე წერს, ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს დღეს ღალატად აფასებენ, თუმცა ავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“.


„რატომაა თქვენი პოლიტიკური მეხსიერება ასეთი შერჩევითი: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ორკესტრირებულად ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“.


მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?! ყველაფერში ორმაგ სტანდარტს ავლენთ“, - წერს ცოტნე ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930