გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 373 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

8-04-2026

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 373 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა.


მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ მეტეხის და თელიანის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ.


 ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი მიუტანეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31