გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი სოფო ხორგუანს: ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად, თან ჯგუფურად, ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, ისინი არც პროტესტანტები არიან და არც ჰუგენოტები - ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები

8-04-2026

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს შენიშვნით მიმართა.


იონათამიშვილის რეპლიკა ხორგუანის ტერმინ- პროტესტანტს მოჰყვა. როგორც იონათამიშვილმა მიუგო, ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად და ჯგუფურად ძალადობდნენ, ისინი არა პროტესტანტები, არამედ პოლიტიკური ექსტრემისტები არიან.


„თქვენ რამდენჯერმე იხმარეთ ტერმინი - პროტესტანტები. პირველ რიგში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად და თან ჯგუფურად ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, ისინი რა თქმა უნდა, სინამდვილეში არც პროტესტანტები არიან და ჰუგენოტები.


მათ ძალიან კონკრეტული სახელი ჰქვიათ - ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები. და ასეთ ჯგუფებს ამერიკაში კონკრეტული სახელი დაარქვეს - შიდა ტერორისტები. ამიტომ, უნდა ვიხმაროთ არა პროტესტანტები და მით უმეტეს, ჰუგენოტები, არამედ უნდა ვიხმაროთ ან პოლიტიკური ექსტრემისტები ან შიდა ტერორისტები. ეს უფრო სწორი დეფინიცია იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31