9-04-2026
„ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა 9აპრილის მემორიალთან მიმდინარე მოვლენებზე.
ფოჩხუა რუსთაველის გამზირზე შეკრებულ აქციის მონაწილეებზე ამბობს, ვინ მისცა მათ უფლება საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა აუკრძალონ.
„ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც სამშობლო, არც ქვეყნისთვის დაღუპული გმირები და არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ან რატომ გაათენეს სანთლებით ხელში, ეს ხომ ფარსია, რაც დღეს დაამტკიცეს კიდეც, შექმნეს აურზაური, როცა ხელისუფლება გამოჩნდა. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, მადლობა უთხრან ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" აგრესიაზე პასუხს რომ არ ღებულობენ, თუმცა თმენაც არის და თმენაც, ნუ ცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას“, - წერს ნინო ფოჩხუა.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |