9-04-2026
„კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენება არის პოლიტიკურად წაგებული სვლა, რადგან ამ დღის მნიშვნელობა დამოუკიდებელია ყველა სხვა პირისაგან, აქ მთავარი აქტორი იყო და დღესაც არის ქრთველი ხალხი რომელსაც ჰქონდა და აქვს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის გააზრებული მოთხოვნილება!“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა პატრიოტიზმით აღვსილი მოქალაქეების იდეის დღეს კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
„ქართველი ხალხისთვის 9 აპრილი უკვე დაწერილი გმირობის ისტორიაა, წითელი ტიტები ქართველის დაღვრილი სისხლია და ეს ისტორია გადაწერას ან ჩასწორებას აღარ ექვემდებარება.
9 აპრილი ერთხელ უკვე იყო და მან განსაზღვრა ქართული სახელმწიფოს ბედი!
ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა მაშინ ხელებგაშლილი, პატრიოტიზმით აღსავსე მოქალაქეების იდეაზე დღეს კერძო პოლიტიკური იდეით აკაცუკების პოლიტიკური როკვა.
9 აპრილის მემორიალთან მათი ადგილი არ არის!
სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ აკაცუკების დიდი ნაწილი ვერ იაზრებს 9 აპრილის “საკრალურ“ მნიშვნელობას და ასე თამამად ამიტომ ცდილობენ წლების შემდეგ, ამ დღის მნიშვნელობაზე ხაზგასმით დასვან საკუთარი მრუდე პოლიტიკური ხელმოწერა. 9 აპრილი – ტრაგედიისა და გამარჯვების დღეა. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა.საქართველოში სხვანაირად გათენდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველზე ჩატარებული სისხლიანი ოპერაციის შემდეგ თბილისის ქუჩებში მანქანების გაბმული საყვირი თითქოს იყო მსხვერპლის გაღებით დამსახურებული მისალმება ასე ნანატრ, მაგრამ უცნობ თავისუფლებასთან. კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენება არის პოლიტიკურად წაგებული სვლა, რადგან ამ დღის მნიშვნელობა დამოუკიდებელია ყველა სხვა პირისაგან, აქ მთავარი აქტორი იყო და დღესაც არის ქრთველი ხალხი რომელსაც ჰქონდა და აქვს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის გააზრებული მოთხოვნილება!
9 აპრილი, თავისი მუხტითა და დატვირთვით, წლების შემდეგაც ქართველისთვის ერთი და იმავე სიმძაფრით განცდადი მოვლენაა და ამის გამოყენებას ოპოზიცია დაუმსახურებლად ცდილობს.
9 აპრილს, როცა ქართველი ხალხი გამარჯვებულია, ოპოზიცია ისევ დამარცხებული ხვდება,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.